ქუთაისის ვარდები

ქუთაისის ვარდები
კოლექცია "ქუთაისის ვარდები" შთაგონებულია რეზო გაბრიაძის ნამუშევრებში ხშირად განმეორებადი ვარდების დეკორით. რეზოს ხელოვნება დაკავშირებული იყო მის მშობლიურ ქუთაისთან, რომელსაც ის აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე, მაისის მზით გამთბარ და ვარდებით სავსე ქალაქს. ამ კოლექციის თითოეული ნამუშევარი რეზოს ხელოვნებით არის შთაგონებული.