საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი ნაწარმი
Gabriadze Wonders-ის თითოეული ნაკეთობა ხელით იქმნება და იხატება, ტრადიციული ტექნოლოგიების დაცვით. არც ერთი ნაკეთობა არ არის იდენტური: ფორმისა და ფერის მცირე ცვალებადობა შექმნის პროცესში ადამიანის ხელის ჩართულობას მოწმობს.
მხატვრული მემკვიდრეობა
თითოეული კოლექცია შთაგონებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით, რომლებიც დიდი სიყვარულით და ზრუნვით არის დაცული ჩვენს არქივში. კერამიკულ ფორმაში ხელახლა გააზრებული, ეს ნაკეთობები, გაბრიაძის ხელოვნების უნიკალურობას გამოხატავს, რომელიც წარსულს და აწმყოს წარმოსახვისა და ხელოსნობის საშუალებით აერთიანებს.
ცოცხალი ტრადიცია
გაბრიაძის კერამიკის სკოლა არ წარმოადგენს უბრალოდ სტუდიას. ეს არის ცოცხალი ტრადიცია, სადაც მხატვრების ახალი თაობა, ლეო გაბრიაძის ხელმძღვანელობით, განაგრძობს რეზოს მხატვრული ხედვის გააზრებას და ინტერპრეტირებას. Gabriadze Wonder-ის ყოველი ნაკეთობა ამ ტრადიციას აგრძელებს - ხელოვნებისა და მეხსიერების შერწყმით და ამბების თხრობით.