ჩვენი უბნის ძაღლები

ჩვენი უბნის ძაღლები
“ჩვენი უბნის ძაღლები” - ასე დავარქვით ამ სერიას. უმეტესად კეთილი, ხანდახან კი, არც ისე კეთილგანწყობილი ცუგების გამოსახულებას რეზოს მრავალ ესკიზზე შეხვდებით. შესაძლოა, მათ შორის ის ძაღლიც იყოს, რომელმაც პირველმა შეაფასა თეატრის კოშკი:

“კოშკის დამთავრების მეორე დღესვე, დილით, მივიღეთ ყველაზე დაუვიწყარი რეცენზია - პატარა პაკუსია ძაღლი მოვიდა, შეხედა ჩვენს კოშკს, არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ ზურგი მოიფხანა, აწია ფეხი და დაასველა ქვედა ქვა. ეტყობა წინა ცხოვრებაში ინჟინერი იყო.” - რეზო გაბრიაძე