გადადით პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 2

პატარა ლარნაკი "ჩვენი უბნის ძაღლები"

პატარა ლარნაკი "ჩვენი უბნის ძაღლები"

რეგულარული ფასი 135.00 GEL
რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი 135.00 GEL
გაყიდვა გაყიდულია
გადასახადები შედის.

მცირე მარაგი: დარჩა 3

პატარა ლარნაკი, "ჩვენი უბნის ძაღლების" კოლექციიდან,  ძაღლების სახალისო ილუსტრაციებით. პატარა ყვავილოვანი კომპოზიციებისთვის და როგორც დამოუკიდებელი დეკორატიული აქცენტი თქვენს ინტერიერში.

დეტალები

საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი კერამიკა
მასალა: თიხა
წონა: 180 გ
დიამეტრი: 5.2 სმ
სიმაღლე: 12.5 სმ
რეკომენდებულია ხელით გარეცხვა
თითოეული ნივთი უნიკალურია, შესაძლებელია ფერის, ფორმისა და ზომების მცირედი ვარიაციები

SKU: 00017

შესახებ «ჩვენი უბნის ძაღლები»

“ჩვენი უბნის ძაღლები” - ასე დავარქვით ამ სერიას. უმეტესად კეთილი, ხანდახან კი, არც ისე კეთილგანწყობილი ცუგების გამოსახულებას რეზოს მრავალ ესკიზზე შეხვდებით. შესაძლოა, მათ შორის ის ძაღლიც იყოს, რომელმაც პირველმა შეაფასა თეატრის კოშკი:

“კოშკის დამთავრების მეორე დღესვე, დილით, მივიღეთ ყველაზე დაუვიწყარი რეცენზია - პატარა პაკუსია ძაღლი მოვიდა, შეხედა ჩვენს კოშკს, არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ ზურგი მოიფხანა, აწია ფეხი და დაასველა ქვედა ქვა. ეტყობა წინა ცხოვრებაში ინჟინერი იყო.” - რეზო გაბრიაძე

მიწოდება და დაბრუნება

შიდა შეკვეთები იგზავნება ARAMEX GEORGIA-ს მეშვეობით, მიწოდების დრო დაახლოებით 1-3 სამუშაო დღეა.

უფასო მიწოდება 500 ლარზე მეტი შეკვეთის შემთხვევაში თბილისის მასშტაბით.

საერთაშორისო შეკვეთები იგზავნება ARAMEX GEORGIA-ს მეშვეობით. სტანდარტული მიწოდების დროა 10-12 სამუშაო დღე. მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია არჩეული ნივთების რეგიონზე, მოცულობასა და წონაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიწოდება და დაბრუნება გვერდი.

გადახდა

გადახდა შესაძლებელია Visa, Mastercard ან Amex ბარათებით. თუ გსურთ ინვოისით გადახდა, ეს წინასწარ უნდა შეთანხმდეს და გადახდა უნდა განხორციელდეს შეთანხმებულ ვადაში.

ნაღდი ანგარიშსწორება შესაძლებელია თქვენი შეკვეთის დამოუკიდებლად აღებისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გადახდის გვერდი.

ხელმისაწვდომობა

თუ საჭირო რაოდენობა არ არის ხელმისაწვდომი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ shop@gabriadze.com ინდივიდუალური შეკვეთისთვის.

სრული დეტალების ნახვა